დაშვების სისტემები

დაშვების სისტემები: დაშვების სისტემა წარმოადგენს გარკვეულ ზონებზე წვდომის შეზღუდვას ან დაშვებას კონკრეტული ნებართვების ან პრივილეგიების საფუძველზე.

დაშვების სისტემები, დაშვების სისტემა

არსებობს წვდომის კონტროლის რამდენიმე ტიპი:
ფიზიკური წვდომის კონტროლი:
ეს გულისხმობს კონტროლს, თუ ვის შეუძლია ფიზიკურად შევიდეს შენობაში, ოთახში ან შეზღუდულ ტერიტორიაზე. წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს ID ბარათებით, პაროლით, თითის ანაბეჭდით და სახლის ამომცნობი სისტემით.

როლებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლი:
სისტემას წვდომის უფლებები ენიჭება ინდივიდუალურად. მაგალითად, ფინანსური განყოფილების თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს წვდომა ფინანსურ განყოფილებებთან. სხვა განყოფილების თანამშრომელი მათთან ვერ მოხვდება.

ბიომეტრიული წვდომის კონტროლი:
ეს გულისხმობს უნიკალური ფიზიკური ან ქცევითი მახასიათებლების გამოყენებას (როგორიცაა თითის ანაბეჭდები, ბადურის სკანირება ან ხმის ამოცნობა) მომხმარებლის ავთენტიფიკაციისთვის.

დროებითი წვდომის კონტროლი:
დაშვება კონტროლდება კონკრეტული დროის ან დროის პერიოდების მიხედვით. მაგალითად, დასაქმებულს შეიძლება ჰქონდეს წვდომა გარკვეულ ადგილებზე მხოლოდ კონკრეტულ სამუშაო საათებში.

iFace302 | ZKTeco სახის ამომცნობი, ბარათს და თითის ანაბეჭდის წამკითხველიiFace302 | ZKTeco

კომბინირებული ქსელური სისტემა სახის ამომცნობით, თითის ანაბეჭდის და ID ბარათის გამოყენების შესაძლებლობით.

გამოიყენება თანამშრომლების მუშაობის საათების აღსარიცხად, უზრუნველყოფს აღრიცხული  საათების ტექსტურ ფორმატში დამუშავებას.

პროგრამული მხარდაჭერა  ZKTime 5.0

 

 

C3-100/200/400 KR601E | ZKTeco კონტროლერი და რიდერიC3-100/200/400 KR601E | ZKTeco

დაშვების სისტემის უნივერსალური ქსელური კონტროლერი და ბარათის წამკითხველი რომელიც გამოიყენება სახლებში, ოფისებში, ლიფტებში და ტურნიკეტებზე სამუშაოდ. პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5

 

 

Zkteco SCR100 კონტროლერი და რიდერიSCR100 | ZKTeco

კონტროლერი და რიდერი, კომბინირებული ქსელური დაშვების სისტემა. 30000 ბარათის დამატების საშუალება. ელექტრო საკეტზე და ტურნიკეტზე დაერთების შესაძლებლობა.

პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5 და ZKTime 5.0

 

 

inBio160/260/460 თითის ანაბეჭდის წამკითხველი ბიომეტრიული კონტროლერიinBio160/260/460 | ZKTeco

პროფესიონალური დაშვების ქსელური ბიომეტრიული მოწყობილობა. აქვს რამოდენიმე კარზე ან ტურნიკეტზე სათითაოდ შესვლა გამოსვლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. შეუძლია დაიმატოს 30 000 ბარათი და  3 000 თითის ანაბეჭდი. აფიქსირებს 100 000 ჩანაწერს.პროცესორი: 32bit 400MHz CPU.

პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5

 

 

FR1200 ბიომეტრიული თითის ანაბეჭდის და ბარათის წამკითხველიFR1200| ZKTeco

თითის ანაბეჭდის და ბარათის წამკითხველი კომბინირებული ბიომეტრიული მოწყობილობა. შიდა და გარე გამოყენების, დაცვის კლასი IP65.

 

 

 

 

ZK4500 თითის ანაბეჭდის დასაპროგრამირებელი მოწყობილობაZK4500 | ZKTeco

თითის ანაბეჭდის დასაპროგრამირებელი ბიომეტრიული მოწყობილობა.

 

 

სისტემა მუშაობს ასეთი საზოგადო ლოგიკით:

როდესაც დგება კონტროლერი მას უერთდება წამკითხველები, ქსელური პროგრამის საშუალებით კონტროლერში იწერება მომხმარებლები თავისი ID ბარათებით. პოლიტიკის გაწერით შესაძლებელია მომხმარებლებს მიენიჭოთ უფლებები და განისაზღვროს შეზღუდვის დონე და ადგილი.

კონტროლერს გააჩნია მშრალი კონტაქტები რომლის საშუალებითაც ხდება სხვა მოწყობილობებზე მოქმედებების განხორციელება ( ტურნიკეტებზე, ელექტრო საკეტებზე და ასე შემდეგ).

მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს ერთ კონტროლერზე რომელიც ემსახურება ერთ კარს ანდა ერთ ტურნიკეტს ერთდება ორი რიდერი რომლებსაც აქვს განსაზრვრული შემოსვლის და გასვლის სტატუსები.მომხმარებლების შემოსვლა გასვლა აისახება რეპორტებში სადაც გაწერილია ვინ რა დროს შემოვიდა და გავიდა დღის, თვის ან წლის განმავლობაში წამის სიზუსტით.

ერთ მომხმარებელზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ყოველთვის რეგისტრირდება ერთი უნიკალური კოდი რომელიც ჩამახსოვრებულია ID ბარათში.

ქსელურ პროგრამას აქვს საშუალება დაიყოს მომხმარებლები დეპარტამენტების მიხედვით რათა ადვილად მოხდეს რეპორტებიდან თანამშრომლების გაფილტვრა.

მომხმარებლების რეგისტრაცია და დეპარტამენტების შექმნა შესაძლებელია ქართულ ენაზეც. ქსელური პროგრამის ინტერფეისი არის ინგლისურ ენოვანი.

 

Facebook Page