სამუშაო საათების აღრიცხვა თანამშრომლებისთვის

სამუშაო საათების აღრიცხვა განკუთვნილია დაქირავებულ პირთა ნამუშევარი საათების დასაანგარიშებლად. 

 

სამუშაო საათების აღრიცხვა

სამუშაო საათების აღრიცხვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

MAGIC PASS 20656     –    მოწყობულობა უზრუნველყოფს მომხმარებლების რეგისტრაციას ბარათით, პაროლოთ და თითის ანაბეჭდის საშუალებით.

MAGIC FACE 857        –     კომბინირებული მოწყობილობა რომელიც იძლევა საშუალებას მოახდინოს მომხმარებლების რეგისტრაცია ბარათის, პაროლის, თითის ანაბეჭდის და სახის გამოყენებით.     

მოწყობილობებს გააჩნია პროგრამული მხარდაჭერა, რომლის საშუალებით ხდება რეპორტების გენერირება. რეპორტი შეგვიძლია მივიღოთ Excel-ის, Word-ის და PDF-ის ფორმატით.

სამუშაო საათების აღრიცხვის რეპორტი

სამუშაო საათების აღრიცხვის რეპორტი

რეპორტში ჩვენ ვხედავთ მომხმარებლის სახელს, შესვლის და გამოსვლის დროს, ნამუშევარი საათების ჯამს, თუ რამდენი ხანი გაატარა თანამშრომელმა სამსახურში, დაგვიანებას და წასვლას, დამატებით ნამუშევარ საათებს, მოწობილობას რომლიდანაც ხდება რეპორტების გენერირება, სამუშაო საათების პოლიტიკას და სტატუსს. 

ნამუშევარი საათების დაანგარიშება ხდება უდიდესი დროის უმცირესზე სხვაობით, რამდენჯერაც არ უნდა მოახდინოს იდენთიფიცირება მომხმარებელმა ბარათით, პაროლით, თითის ანაბეჭდით თუ სახის გამოყენებით. 

მოწყობილობებს გააჩნია დაშვების ფუნქცია. ტურნიკეტის ან სხვა შემზღუდველის დაყენებით თანამშრომელთა სამუშაო დროის დაფიქსირებასთან ერთად შესაძლებელია განისაზღვროს უფლება ვინ შევიდეს სამსახურში და ვინ არა.  

ჩვენს მოწყობილობებს ჩამონტაჟებული აქვთ აკუმულატორი და ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში განაგრძობს შეუფერხებლად მუშაობას.  მოწყობილობების ლოკალურ ქსელში ჩასმა და მათი სამუშაო საათების აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირება შესაძლებელია დაკაბელების გარეშე უკაბელო ქსელის გამოყენებით. 

 

Last Update 2022