GIT Georgian Innovation Technology გთავაზობთ დაშვების სისტემების საიმედო და თანამედროვე მოდელებს.
iFace302 | ZKTeco
კომბინირებული დაშვების ქსელური სისტემა სახის ამომცნობით, თითის ანაბეჭდის და ID ბარათის გამოყენების შესაძლებლობით.
გამოიყენება თანამშრომლების მუშაობის საათების აღსარიცხად, უზრუნველყოფს აღრიცხული საათების ტექსტურ ფორმატში დამუშავებას.
პროგრამული მხარდაჭერა ZKTime 5.0
C3-100/200/400 KR601E | ZKTeco
დაშვების სისტემის უნივერსალური ქსელური კონტროლერი და ბარათის წამკითხველი რომელიც გამოიყენება სახლებში, ოფისებში, ლიფტებში და ტურნიკეტებზე სამუშაოდ.
პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5
SCR100 | ZKTeco
კონტროლერი და რიდერი, კომბინირებული ქსელური დაშვების სისტემა. 30000 ბარათის დამატების საშუალება. ელექტრო საკეტზე და ტურნიკეტზე დაერთების შესაძლებლობა.
პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5 და ZKTime 5.0
inBio160/260/460 | ZKTeco
პროფესიონალური დაშვების ქსელური ბიომეტრიული მოწყობილობა. აქვს რამოდენიმე კარზე ან ტურნიკეტზე სათითაოდ შესვლა გამოსვლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. შეუძლია დაიმატოს 30 000 ბარათი და 3 000 თითის ანაბეჭდი. აფიქსირებს 100 000 ჩანაწერს.პროცესორი: 32bit 400MHz CPU.
პროგრამული მხარდაჭერა ZKAccess 3.5
FR1200| ZKTeco
თითის ანაბეჭდის და ბარათის წამკითხველი კომბინირებული ბიომეტრიული მოწყობილობა. შიდა და გარე გამოყენების, დაცვის კლასი IP65.
ZK4500 | ZKTeco
თითის ანაბეჭდის დასაპროგრამირებელი ბიომეტრიული მოწყობილობა.
დაშვების სისტემები მუშაობს ასეთი საზოგადო ლოგიკით:
როდესაც დგება კონტროლერი მას უერთდება წამკითხველები, ქსელური პროგრამის საშუალებით კონტროლერში იწერება მომხმარებლები თავისი ID ბარათებით.დაშვების პოლიტიკის გაწერით შესაძლებელია მომხმარებლებს მიენიჭოთ უფლებები და განისაზღვროს დაშვების დონე და ადგილი.
კონტროლერს გააჩნია მშრალი კონტაქტები რომლის საშუალებითაც ხდება სხვა მოწყობილობებზე მოქმედებების განხორციელება ( ტურნიკეტებზე, ელექტრო საკეტებზე და ასე შემდეგ).
მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს ერთ კონტროლერზე რომელიც ემსახურება ერთ კარს ანდა ერთ ტურნიკეტს ერთდება ორი რიდერი რომლებსაც აქვს განსაზრვრული შემოსვლის და გასვლის სტატუსები.მომხმარებლების შემოსვლა გასვლა აისახება რეპორტებში სადაც გაწერილია ვინ რა დროს შემოვიდა და გავიდა დღის, თვის ან წლის განმავლობაში წამის სიზუსტით.
ერთ მომხმარებელზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ყოველთვის რეგისტრირდება ერთი უნიკალური კოდი რომელიც ჩამახსოვრებულია ID ბარათში.
ქსელურ პროგრამას აქვს საშუალება დაიყოს მომხმარებლები დეპარტამენტების მიხედვით რათა ადვილად მოხდეს რეპორტებიდან თანამშრომლების გაფილტვრა.
მომხმარებლების რეგისტრაცია და დეპარტამენტების შექმნა შესაძლებელია ქართულ ენაზეც. ქსელური პროგრამის ინტერფეისი არის ინგლისურ ენოვანი.
ვიდეო მონიტორინგის (ვიდეო სათვალთვალო სისტემების), სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და ტურნიკეტების ინტეგრაცია შესაძლებელია დაშვების სისტემებზე.